რელიგია

რელიგია
• თანამედროვე რელიგიათმცოდნე ნ. სმარტი გვთავაზობს, სრულიად ამოვიღოთ რელიგიის განმარტებიდან ღვთის არსებობის პრობლემა, რომელიც, როგორც ხაზგასმით აღნიშნვდა იოანე პავლე მეორე, მხოლოდ ევროპული კულტურისთვისაა დამახასიათებელი, და შევიტანოთ მასში შემდეგი შვიდი ,,განზომილება“, რომელთა მიხედვით შესაძლებელია რელიგიის ფენომენის შესწავლა: 1. პრაქტიკულ-რიტუალური (საზოგადო და კერძო ღვთისმსახურება, ყველა რიტუალის ერთობლიობა); 2. ემპირიულ-ემოციური (ლოცვა, მედიტაცია, სულიერი სავარჯიშოები და ა.შ. -პირადი რელიგიურობა); 3. ნარატიულ-მითოლოგიური (საკრალური ტექსტები); 4. დოქტრინალურ-ფილოსოფიური (ქრისტიანობისათვის - ღვთისმეტყველება); 5. ეთიკურ-სამართლებრივი (10 მცნება, სჯულის კანონი და ა.შ.); 6. სოციალურ-ინსტიტუციური (თემი, საეკლესიო სტრუქტურები, იერარქია); 7. მატერიალური (ტაძრები, ხატები, ამა თუ იმ რიტუალის აღსასრულებლად საჭირო საგნები).
• ფრომი ლაპარაკობს იმაზე, რომ რელიგიები იყოფიან ავტორიტარულებად და ჰუმანისტურებად (,,ქონა თუ ყოფნა“). ავტორი ეყრდნობა ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონს, სადაც რელიგია განმარტებულია, როგორც ,,ადამიანის მიერ აღიარება რაღაც უზენაესი უხილავი ძალის არსებობისა, რომელიც ახორციელბს კონტროლს ადამიანის ბედზე და აქვს უფლება, მოსთხოვოს მორჩილება, მოწიწება და თაყვანისცემა“. ავტორიტარულად, - ამბობს ფრომი, რელიგიას აქვს იდეა, რომლის თანახმად ამ უზნაეს ძალას, ადამიანზე ძალაუფლების გარდა, აქვს უფლება, მოითხოვოს მორჩილება, მოწიწება და თაყვანისცემა“. სიტყვების ,,აქვს უფლება მოსთხოვოს“ გამოყოფით ფრომი ხაზს უსვამს, რომ ავტორიტარულ რელიგიებში თაყვანისცემის მიზეზი ,,ფესვგადგმულია არა ღმერთის ზნეობრივ თვისებებში, არა სიყვარულსა და სამართლანობაში, არამედ იმ გარემოებაში, რომ ეს უზენასი ძალა ახორციელებს კონტროლს, ანუ აქვს ძალაუფლება ადამიანზე. ავტორიტარული რელიგიების ძირითადი განწყობებია სევდა და დანაშაულის გრძნობა. ჰუმანისტიკური რელიგია კი, პირიქით, კონცენტრირებულია ადამიანსა და მის შესაძლებლობებზე. ჰუმანისტიკურ რელიგიებში უდიდესი ადგილი უჭირავს ,,რელიგიურ განცდას... ყოველივე არსებულთა ერთიანობას, რომელიც სამყაროსადმი ნათესაური დამოკიდებულებითაა გამოწვეული, ეს დამოკიდებულება კი შეგნებულია აზრისა და სიყვარულის საშუალებით“. ჰუმანისტიკურ რელიგიებს ფრომი მიაკუთვნებს ადრეულ ბუდიზმს, დაოსიზმს, ესაიას, იესოს, სპინოზას რელიგიებს, ქრისტიანულ მისტიციზმს. თუმცა გასაგებია, რომ ერთი და იმავე რელიგიების ფარგლებში არსებობს როგორც ავტორიტარული, ასევე ჰუმანისტიკური ელემენტები.
• რელიგიის კიდევ ერთ განსაზღვრებას იძლევა კ. გ. იუნგი, რომელიც (,,ღვთაებრივი ყრმა“) ამბობს, რომ ,,რელიგია არის ცოცხალი კავშირი სულის პროცესებთან, რომლებიც ცნობიერებაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ სადღაც მის მიღმა, სულის ბნელ კუნჭულებში მიმდინარეობს. თუმცა ამ არაცნობიერ პროცესთაგან მრავალი სათავეს არაპირდაპირი გზით ცნობიერებისაგან იღებს, მაგრამ არა მისგან იძულებით. სხვა პროცესები თითქოს სპონტანურად იწყება, ანუ ცნობადი და ცნობიერებით განპირობებული მიზეზების გარეშე“.
• ე.ა. ტორჩინოვის განმარტებით. ,,რელიგიაში ჩვენ ვიგულისხმებთ წარმოდგენათა, რწმენათა, დოქტრინათა, კულტის ელემენტთა, რიტუალთა და პრაქტიკის სხვა ფორმათა კომპლექსს, რომელიც ეფუძნება ამა თუ იმ ტიპის ტრანსპერსონალურ განცდას და გულისხმობს ამ საბაზო გამოცდილების განმეორადობას“.
• 1930 წელს გამოცემულ თავის სახელგანთქმულ წიგნში ,,მითის დიალექტიკა“ ა.ფ. ლოსევი იძლევა რელიგიის შემდეგ განმარტებას: ,,ეს არის, უპირველეს ყოვლისა, გარკვეული სახის ცხოვრება. ის არაა არც მსოფლმხედველობა, თუნდაც ეს მოფლმხედველობა მაქსიმალურად რელიგიური და მისტიკური იყოს, არც მორალი, თუნდაც ის ყველაზე მაღალი და ყველაზე რელიგიური იყოს, არც გრძნობა და ესთეტიკაა, როგორი ცეცხლოვანიც არ უნდა იყოს გრძნობა და მისტიკური - ესთეტიკა. რელიგია არის მსოფლმხედველობის განხორციელებულობა, მორალის ნივთიერი სუბსტანციურობა, გრძნობის რეალური განმტკიცება, თანაც ეს განხორციელებულობა საყოველთაოა, უპირველეს ყოვლისა კი სუფთად სხეულბრივი, სუბსტანციურობაც საყოველთაოა და უპირველეს ყოვლისა, ფიზიოლოგიურად შეგრძნებადი“.
Source: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006],
• (ლათ. religio წინ. re-დან და ligare დაკავშირება) - სარწმუნოება, რწმენა, ღმერთის თაყვანისცემა და აღიარება.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• Religio ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ყურადღებას, მოწიწებას, თაყვანისცემას, სინდისიანობას, ღვთისმოსაობას, მორწმუნეობას, მოწმინდარობას. სიტყვა ,,რელიგია’’ ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნებს უკავშირდება - რელიგერე, რელიგარე, რეელიგერე, რომლებიც ერთმანეთს ფორმითაც და მნიშვნელობითაც ენათესავებიან - შემოკრება, დაკავშირება, ხელახლა დაკავშირება, ხოლო გადატანით, მეორეული აზრით - ღვთისმოსაობა, თაყვანისცემა (კულტმსახურება), კრძალულება. რელიგია როგორც ცხოვრების, აზროვნებისა და შემეცნების ფორმა, ზოგადად ასე განიმარტება: იგი არის ადამიანის გარეთ არსებული ძალების ანუ მიღმიერი, ზებუნებრივი, ზეცნობიერი რეალობის რწმენა. იმის მიხედვით, თუ როგორია ეს რწმენა: რა სწამთ და როგორია ის სამყარო, რომელიც სწამთ; როგორია ფორმები, რითაც ამ სამყაროსთან ურთიერთობა მყარდება, ან ვინ ამყარებს ამ ურთიერთობას, - რელიგიის გარეგანი მხარე, ე.ი. რელიგიური პრაქტიკა,- კულტმსახურება (იგივე ღვთისმსახურება) განისაზღვრება ასე იქმნება რელიგიური დოგმატიკა (თეორია, მოძღვრება), რელიგიური კულტი, რელიგიური თემი და რელიგიური იერარქია.
• სოციოლოგი გერჰარდ ლენსკი რელიგიას განსაზღვრავს, როგორც “სისტემას რწმენათა ძალებისა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მართავენ ადამიანის ბედს, და მასთან დაკავშირებული რიტუალებისა, რომლებიც გამოიყენება განსაზღვრული ჯგუფის წევრი ადამიანების მიერ.”
• სოციოლოგ რონალდ ჯონსტოუნის განსაზღვრებით: “რელიგია ეწოდება რწმენათა და რიტუალთა სისტემას, რომელთა მეშვეობით ადამიანთა ჯგუფი ხსნის და რეაგირებს იმაზე, რასაც ზებუნებრივად და საკრალურად მიიჩნევს”.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "რელიგია" в других словарях:

  • რელიგია ბრიტანეთში — ბრიტანეთი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს ორი „ტრადიციული“ ანუ სახელმწიფო ეკლესია ინგლისის ეკლესია, რომელიც ითვლება ანგლიკანური საზოგადოების „დედა ეკლესიად“ და შოტლანდიის პრესვიტერიანული ეკლესია. რომის კათოლიკეები, ბაპტისტები, ლუთერანები,… …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო რელიგია — ტერმინი ჯერ კიდევ ჟან ჟაკ რუსომ გამოიყენა, ხოლო თანამედროვე ლექსიკაში ამერიკელმა სოციოლოგმა რობერტ ბელამ დაამკვიდრა. მან 1980 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემული იყო მისი ადრეული ნაშრომით გამოწვეული დისკუსიის ერთგვარი ანალიზი. ის აღიარებს …   Georgian encyclopedia

  • რელიგიური დისკრიმინაცია — და შეუწყნარებლობა საერთაშორისო კონფლიქტების ერთ ერთი უძველესი მიზეზია და, როგორც ეს ასე კარგად ჩანს ისრაელი/პალესტინის დამოკიდებულებიდან, იგი კონფლიქტის მიზეზია დღესაც. რელიგია ერთ ერთ ფაქტორად ჩანს ადამიანის უფლებების განვითარების ისტორიის… …   Georgian encyclopedia

  • Илорский храм — …   Википедия

  • იდეოლოგია — • ნებისმიერ შემთხვევაში არის რაციონალურად განსაზღვრული პრინციპთა სისტემა. რომელშიც ერთიან სისტემაშია მოყვანილი გარკვეული წარმოდგენები რეალობაზე, ზოგადი ღირებულებითი ორიენტაციები და პრაქტიკული მოქმედების პრინციპები. ამ მიზნით იგი ჰგავს რელიგიას,… …   Georgian encyclopedia

  • იეზიდები — ანუ, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, ეზდიები ეთნიურად და ენობრივად ქურთები არიან. მათგან მხოლოდ რელიგიით განსხვავდებიან, რის გამოც ცალკე ეთნოსს შეადგენენ. მათი რელიგია სინკრეტულია, ახლოს დგას ზოროასტრიზმთან, მაგრამ, ამავე დროს, მასში ქრისტიანობის,… …   Georgian encyclopedia

  • თალმუდი — • ებრაელთა წმინდა წიგნი. Source: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] თბ. : ბიბლიურ თეოლოგიური ინ ტის გამ ბა, 2005 [2006], • იუდაიზმის… …   Georgian encyclopedia

  • თაყვანისცემა — (არაბულად ,,იბადა“) არის ტერმინი, რომელიც არაბულ მუსლიმურ აზროვნებაში წარმოადგენდა ქვეყნიერების პირველსაწყისისადმი ადამიანის დამოკიდებულების უზოგადეს აღმნიშვნელს. ადამიანი ამ თვალსაზრისით განიხილება როგორც ,,მონა“ (აბდ). ისლამის თანახმად,… …   Georgian encyclopedia

  • ნუმინოზური — ზებუნებრივი, მისტიური; სავსე ღვთიური განცდით. (მთარგმ.). Source: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] თბ. : ბიბლიურ თეოლოგიური ინ ტის გამ ბა …   Georgian encyclopedia

  • პიუს IX — (1792 1878) პაპად იგი აირჩიეს 1846 წელს. პიუს IX მ ერთი მხრივ მრავალი ლიბერალური ხასიათის რეფორმა ჩაატარა ეკლესიაში, მეორე მხრივ კი სწორედ მისი ინიციატივით იყო მიღებული ვატიკანის პირველ საეკლესიო კრებაზე პაპის შეუცდომელობის დოგმატი. გარდა ამისა,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»